საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:50, 11.12.2019

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლაგოდეხიდან 14 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ზემო ხეჩილში იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

 

მსგავსი