საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 16:34 საათზე მოხდა და ეპიცენტრი წალკასთან იყო.

აღსანიშნავია, რომ წალკასთან მიწისძვრა გუშინ, თბილისის დროით 15:08 საათზეც მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.