საქართველოში მიწისძვრა მოხდა

15:34, 16.05.2019

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 15:08 საათზე დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი