საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით, სოფელ მამიშლარიდან 4კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრა თბილისის დროით 18:04 საათზე მოხდა.