საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12:41, 02.05.2026

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 03:43 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი