საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ბიძგების სიძლიერემ ოთხი მაგნიტუდა შეადგინა.

ბიძგები თბილისის დროით 00:21 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი, პირველადი მონაცემებით, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ბიძგები შეგრძნებადი იყო მოსახლეობისთვის.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.