საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:11, 09.05.2025

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჩხოროწყუსთან, სოფელ თაიაში იყო.

მათივე მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:53 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი