საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 14:29 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიძლიერე, პირველადი ინფორმაციით, 3.3 მაგნიტუდა იყო.

ეპიცენტრი ამბროლაურიდან ორ კილომეტრში, სოფელ წესთან, 13 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ნგრევის ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.