საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 13:11 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.