საქართველოში მიწისძვრა მოხდა

07:39, 24.07.2022

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 05:49 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

ბიძგების სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი