საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ცნობით, 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 25 კმ.-ში, სოფელ სამებასთან იყო.