საქართველოში მიწისძვრა მოხდა

07:40, 09.12.2021

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის –  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 06:42 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკას სამხრეთ-დასავლეთით 16კმ-ში, სოფელი მამიშლართან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი