საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 00:16 საათზე დაფისირდა და 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 20 კმ.-ში იყო.