საქართველოში მენტორის სტატუსი 248 პედაგოგს აქვს
საქართველოში მენტორის სტატუსი 248 პედაგოგს აქვს

საქართველოში დღეის მონაცემებით, 248 მენტორი მასწავლებელია, მათგან 230 საჯარო სკოლებში ასწავლის, 18 კი, კერძოში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უფროსი მასწავლებლის სტატუსი 29 693 პედაგოგს აქვს. მათგან 26 732 საჯარო სექტორში, 2 961 კი, კერძო სკოლებში მუშაობს. წამყვანის სტატუსი 2 967 პედაგოგს აქვს – 2 767 საჯარო სკოლებში მუშაობს, 200 კერძოში.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, მათი რაოდენობა 22 774-ს აღწევს, საიდანაც 20 300 საჯარო სკოლის პედაგოგია, 2 474 კი, კერძო სასწავლო დაწესებულებაში ასწავლის.

ამ მომენტისთვის, საქართველოში ჯამში 55 682 პედაგოგია, მათგან 50 029 საჯარო სკოლებშია დასაქმებული, 5 653 კი – კერძოში.

ახალი სასწავლო წლიდან ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და სულ მცირე, 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზარდა.