საქართველოში მცხოვრებმა ინდოელმა სტუდენტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს
საქართველოში მცხოვრებმა ინდოელმა სტუდენტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

საქართველოში მცხოვრებმა ინდოელმა სტუდენტებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, პარლამენტის წინ აქცია გამართეს.

ინდური კულტურის ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, ქართველი ექიმი რუსმა ოკუპანტებმა მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების გამო, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დააკავეს.

„ჩვენ, საქართველოში მცხოვრები ინდოელები, საკუთარ პასუხისმგებლობად მივიჩნევთ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, წინ აღვუდგეთ უსამართლობას და აგრესიას. ვთხოვთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, მოახდინონ რეაგირება ამ უკანონო ქმედებაზე, რათა, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნონ თავისუფლება ვაჟა ექიმს“, – განაცხადეს სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მე-16 დღეა, უკანონო პატიმრობაშია. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია „წითელი ჯვარი“, რომლის წარმომადგენლებიც ხვალ ეცდებიან, ექიმი საკანში მოინახულონ.

ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებენ.