საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში დაკარგული, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დაკარგული უცხოეთის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.