საქართველოში მცხოვრები სომეხი მხატვრის, არუთინ შამშინოვის ნამუშევარი სახელწოდებით „ყეენობა“ მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე აიტვირთა
საქართველოში მცხოვრები სომეხი მხატვრის, არუთინ შამშინოვის ნამუშევარი სახელწოდებით „ყეენობა“ მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე აიტვირთა

საქართველოში მცხოვრები სომეხი მხატვრის, არუთინ შამშინოვის ნამუშევარი სახელწოდებით „ყეენობა“ მსოფლიოს უდიდესი კულტურული ინსტიტუტის პლატფორმაზე აიტვირთა.

ონლაინ გამოფენა სახელწოდებით „ხალხური თეატრიდან პოლიტიკურ სატირამდე“ მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში დარჩება.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გამოფენა zoom-in ფორმატით ნახოს.

ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას ინფორმაციით, ეს ამიერკავკასიის მასშტაბით, ამ ტიპის პირველი გამოფენაა, რადგან „გუგლის“ ფოკუსის ობიექტი ერთი ექსპონატია –  საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული არუთინ შამშინოვის მონუმენტური ტილო „ყეენობა“.

ონლაინ გამოფენა სახელწოდებით „ხალხური თეატრიდან პოლიტიკურ სატირამდე“  „გუგლის“ კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტის და ხელოვნების სასახლის თანამშრომლობით განხორციელებული რიგით მე-11 პროექტია.