საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, კოვიდინფიცირებულთა შემთხვევები 162-მდეა გაზრდილი.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067,  ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი.