საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 109-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1 3521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 292 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 159​​-ს შეადგენს.