დაავადებათა კონტროლის ცენტრი - საქართველოში კორონავირუსით პირველ ინფიცირებულს ვირუსული დატვირთვა შემცირებული, თუმცა მაინც დადებითი აქვს
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - საქართველოში კორონავირუსით პირველ ინფიცირებულს ვირუსული დატვირთვა შემცირებული, თუმცა მაინც დადებითი აქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით პირველ ინფიცირებულს ვირუსული დატვირთვა შემცირებული, თუმცა მაინც დადებითი აქვს.

„ცენტრის მიერ მოხდა პირველი შემთხვევის განმეორებითი ტესტირება. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.