საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 58-ს შეადგენს.

ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 4 887 პაციენტი.