საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა

10:57, 19.11.2020

საქართველოში ბოლო 24 საათში  კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 853-ს შეადგენს.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი