საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

12:36, 04.04.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.

„ქალბატონი კლინიკაში შემოიყვანეს კრიტიკული მდგომარეობით. ნებისმიერმა ვირუსულმა პათოლოგიამ შეიძლება, გამოიწვიოს ასეთი პაციენტების დამძიმება, სამწუხაროდ, მაღალი ლეტალობის გამოსავლით“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.

მსგავსი