საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 815-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 539 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 89 395 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა.