საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 35-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 35-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილი 82 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა.

„პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კლინიკა „ბომონდის” კლინიკურმა, მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 5 866-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 2 324 პაციენტი.