საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში 32 ადამიანია გარდაცვლილი. საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2 054-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.