საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 28 მოქალაქე გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 28 მოქალაქე გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან (COVID-19) გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 28 უკვე გამოჯანმრთელებულია.

​ამასთან, კარანტინის რეჟიმში – 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 მოქალაქე.