საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 46-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 46-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 შემთხვევა არის  დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 46 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

დატოვე კომენტარი