საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 93-მდე გაიზარდა

21:45, 19.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 93 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –547.

მსგავსი