საქართველოში კორონავირუსისგან 86 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 86 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 388  შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი, დილით გამოჯანმრთელებუთა რაოდენობა 84-ს შეადგენდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5971 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519.