საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.