საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 883-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 244.