საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, მარიამ ენდელაძემ განუცხადა, რომ აღნიშნული ორი პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. ენდელაძის თქმით, აღნიშნული მოქალაქეების კვლევის შედეგები ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკამ გვიან ღამით მიიღო. როგორც მან აღნიშნა, პაციენტებს იტალიასთან ჰქონდათ კონტაქტი.

ამასთან, stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.