საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელია 3,09%, ბოლო შვიდი დღის – 3,69%
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელია 3,09%, ბოლო შვიდი დღის – 3,69%

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,09%, ბოლო 14 დღის – 3,84%, ბოლო შვიდი დღის – 3,69%. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 15 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 228 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 350 გამოჯანმრთელდა, 3 298 კი, გარდაიცვალა.