კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარას, 34 თბილისს, 22 კი იმერეთს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარას, 34 თბილისს, 22 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარას, 34 თბილისს, ხოლო 22 იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

„გამოვლინდა 259 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:  კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 164 შემთხვევა, თბილისში – 34, იმერეთში – 22, აქედან 15 ქუთაისში, სამი წყალტუბოში, თერჯოლაში – ერთი, საჩხერეში – ერთი, ბაღდათში – ორი. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 15, გორში – ერთი, მარნეულში – ერთი, მცხეთაში – ერთი, საზღვარგარეთიდან იმპორტირებული – ხუთი“, – აღნიშნა ენდელაძემ.