საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარას, 47 თბილისს, 26 კი იმერეთს უკავშირდება

11:13, 22.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 47, ხოლო იმერეთში – 26.

„218 ახალი შემთხვევა დაემატა. ლიდერობს აჭარა, სადაც არის კოვიდინფიცირების 137 ახალი შემთხვევა. თბილისში არის 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, იმერეთში – 26, გურიაში – ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა 50 პროცენტზე ნაკლებია.

მსგავსი