საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 607 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 190 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 696, „პისიარ“-ტესტით – 14 494.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,74 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,09 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 368 022 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 353 231 გამოჯანმრთელდა, 5 335 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 266 161 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 246.

კარანტინის რეჟიმშია 118, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 771 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 620 პირი.

ამასთან, პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 877 პაციენტი.