საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 635 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 635 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 956 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 953, „პისიარ“ ტესტით – 9 003.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,27%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 2,55%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 055 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 217 გამოჯანმრთელდა, 5 199 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 238 220 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 847.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 698 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 605 პირი.

ამასთან, 21 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 834 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი