საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 877 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ვებგვერდ stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 16 066 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 770, „პისიარ“ ტესტით – 6 296.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,4%, ბოლო 14 დღის – 5,42%, ბოლო შვიდი დღის – 4,94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 618 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 591 668 გამოჯანმრთელდა, 9 068 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 818 258 აცრა, დღიურად აცრილია 4 124.

კარანტინის რეჟიმშია 31, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 133 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 601 პირი.

ამასთან, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 292 პაციენტი.