საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 672 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 672 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 672 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 668 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 809, „პისიარ“ ტესტით – 14 859.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,34 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,54 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის –  2,36 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 341 775  გამოჯანმრთელდა, 5 096 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია –  216 742 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 569.

კარანტინის რეჟიმშია  40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 935 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 599 პირი.

გუშინ, 15 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 1 092 შემთხვევა გამოვლინდა, 775 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 23 კი გარდაიცვალა.