საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 575 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 923 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 636, „პისიარ“ ტესტით – 17 287.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,04 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,49 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 360 828 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 346 792 გამოჯანმრთელდა, 5 211 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 242 451 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 957.

კარანტინის რეჟიმშია 33, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 633 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 583 პირი.

ამასთან, 22 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 635 პაციენტი.