საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 460 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 272 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 544, „პისიარ“ ტესტით – 17 728.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,46%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,62%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 837 გამოჯანმრთელდა, 5 148 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 229 906 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 232.

კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 764 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 584 პირი.

გუშინ, 18 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.