საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 945 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 359, „პისიარ“ ტესტით – 13 991.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 920 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 342 720  გამოჯანმრთელდა, 5 114 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 926 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 602 პირი.

გუშინ, 16 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 811 შემთხვევა გამოვლინდა, 672 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.