საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 327 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 713 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 490, პისიარტესტით – 10 223.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,42 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 285 645 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 547 გამოჯანმრთელდა, 3 840 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 169, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 984 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 291 პირი.

ამასთან, 6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 196 პაციენტი.