საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 657 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 657 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 354, „პისიარ“ ტესტით – 13 239.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 357 591 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 377 გამოჯანმრთელდა, 5 131 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 225 666 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 441.

კარანტინის რეჟიმშია 42, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 825 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 599 პირი.

გუშინ, 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 741 შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.