საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4 887​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 58​-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 578 შემთხვევა დაფიქსირდა.