საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 1პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 248 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 979, პისიარტესტით – 6 269.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 253 518 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 242 085 გამოჯანმრთელდა, 3 055 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი.

ამასთან, 23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 პაციენტი.

დატოვე კომენტარი