საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 911 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 911 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 329, „პისიარ“ ტესტით – 9 408.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,78%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,66%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 881 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 344 748 გამოჯანმრთელდა, 5 160 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 233 488 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 583.

კარანტინის რეჟიმშია 44, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 762 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება – 589 პირი.

გუშინ, 19 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 769 შემთხვევა გამოვლინდა, 460 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.