საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია: 11.09%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 496 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 432 506 გამოჯანმრთელდა, 6 532 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 857 056 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 241.

ამასთან, 17 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი.