საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 555 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 42 546, „პისიარ“ ტესტით – 14 009.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,15%, ბოლო 14 დღის – 8,64%, ბოლო 7 დღის – 9,12%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 670 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 616 937 გამოჯანმრთელდა, 9 546 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 920 934 აცრა, დღიურად აცრილია 6 203.

კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 570 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 020 პირი.

ამასთან, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 374 პაციენტი, გარდაიცვალა 42.